15 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
„ექსპო ჯორჯია" Caucasus Build 2013 -ს უმასპინძლა
მშენებლობისა და ინტერიერის მე-18 საერთაშორისო გამოფენა 15-18 მაისს, საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, 4, 5, 6, 11 პავილიონებში და მიმდებარე ღია სივრცეში ტარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან: ისრაელი, ჩეხეთი, პოლონეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, არაბთა გაერთიანებული საემირო, სომხეთი, იტალია და გერმანია.
„აღსანიშნავია ახალი კომპანიების სიმრავლე, რომლებიც საქართველოს ბაზარზე პირველად წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები: მშენებლობა, სამშენებლო მასალები; მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა; არქიტექტურა და პროექტირება ელექტრონული და მექანიკური სისტემები; დეკორი და ინტერიერი; კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, ასევე მებაღეობა და ლანდშაფტის დიზაინი" - აცხადებენ ორგანიზატორები.